გაოცებული ვარ იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება თავის პოზიციას იცავს - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი გაოცებულია საქართველოს ხელისუფლების გამბედაობით, რომელიც მან ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით გამოიჩინა.
როგორც პუტინმა თქვა, ის გაკვირვებულიც კი იყო იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავდა თავის პოზიციას ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით.
როდესაც საქართველოში დაიწყო მოვლენები, გულწრფელად ვუყურებდი ამ ყველაფერს, საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მე უბრალოდ გაოცებული დავრჩი მათი სიმამაცით და ხასიათით, რომელიც მათ აჩვენეს თავიანთი თვალსაზრისის დასაცავად“,- აღნიშნა მან.