თეგებით ძიება
09. 03. 2022 მსოფლიო

"ახლა დგას ჩვენი არსებობის საკითხი, გაზარდეთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლა" - ზელენსკი თემთა პალატას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატას მიმართვის დროს მოსთხოვა გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.


"უკრაინას არ სურდა ეს ომი. ჩვენ ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას. ახლა დგას ჩვენი არსებობის საკითხი. ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის. გაზარდეთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლა და აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ. გთხოვთ, უზრუნველყავით, რომ ჩვენი უკრაინული ცა უსაფრთხო იყოს. უზრუნველყავით იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც აუცილებელია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა