რა მოთხოვნები აქვს პუტინს უკრაინის მიმართ - ნახეთ, პირობები
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო.
BBC-ის ინფორმაციით, მოთხოვნები ორ კატეგორიად იყოფა - პირველი: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება; უკრაინამ აღარ შეავსოს NATO-ს წევრობაზე განაცხადი; ასევე, გაიაროს განიარაღების პროცესი, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდეს რუსეთისთვის; უკრაინაში რუსული ენის დაცვისა და დენაციფიკაციის საკითხი.
მეორე ნაწილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებაა, ვიდრე რაიმე სახის შეთანხმება შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხები დონბასის სტატუსსა და ყირიმთან დაკავშირებით იქნება.
მედიის ინფორმაციით, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბარი მოისმინა ერდოღანის პრესმდივანმა, იბრაჰიმ კალინმაც, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია BBC-ის გაუზიარა.