"აფხაზეთიდან რომ ბატალიონი გაიყვანა რუსეთმა, მთლიანად გაუნადგურებიათ უკრაინელებს. ის ბატალიონი ვეღარასოდეს დაბრუნდება უკან"
ჟუნალისტი, დათო ლიკლიკაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსული სამხედრო დანაყოფების გაყვანის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ბატალიონი, რომელიც რუსეთმა არაღიარებული რესპუბლიკიდან უკრაინაში გადაისროლა, მთლიანად განადგურებულია.
"აფხაზეთიდან რომ ბატალიონი გაიყვანა რუსეთმა, ის ბატალიონი ვეღარასოდეს დაბრუნდება უკან. მთლიანად გაუნადგურებიათ უკრაინელებს. ოსეთიდან გაყვანილზე არ მაქვს ინფორმაცია, მხოლოდ ის ვიცი, ყოველდღიურად ოსეთისა და რუსეთის დროშა გადაფარებული ცხედრები ჩაყავთ ცხინვალში, რაც არ დაგიმალავთ და ცოტა მტკივა. რაც შეეხება ჩეჩნურ შენაერთს, ე.წ. კადიროველების ნახევარი უკან გამობუნძულდა, ხოლო ნახევარი მთლიანად ამოწყდა", - წერს ლიკლიკაძე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსებმა სამხედრო ტექნიკა და ჯარი გაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსეთმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წელს განახორციელა. კრემლმა აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და საკუთარი ჯარი შეიყვანა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.