თეგებით ძიება

"თოფურია, პავლიაშვილი, გვერწითელი და პუტინსტი ქართველებიი რომ დავასანქციროთ და საქართველოშო შემოსვლა ავუკრძალოთ, არ გამოვა?"

ჟურნალისტი, ნინია კაკაბაძე პუტინის კარზე მოღვაწე ქართველებისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

"ქეთა თოფურია, სასო პავლიაშვილი, გვერწითელი და კიდევ რამდენიმე პუტინსტი ქართველი რომ დავასანქციროთ და ამ ქვეყანაში შემოსვლა ავუკრძალოთ, არ გამოვა?

ალბათ არც ჩამოდიან, მაგრამ იცოდნენ რომ ვერც ჩამოვლენ კარგი იქნება", - წერს ნინია კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით უკრაინელი კი უცხო ქვეყანაში ლტოლვილად იქცა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა