თეგებით ძიება

"ყოველთვის მჯეროდა, რომ არ მოვკვდებოდი ისე, რომ თავისუფალი სოხუმი არ მენახა" - სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონცეფციაზე მუშაობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონცეფციაზე მუშაობს, რომელსაც მალე საზოგადოებასაც გააცნობს.

"გამარჯვება სულ ახლოსაა. როდესაც ირპენზე, ხარკოვსა და კიევზე ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ გალზე, ოჩამჩირეზე, სოხუმსა და გაგრაზე, ასევე ცხინვალსა და ჯავაზე.

უახლოეს პერიოდში საზოგადოებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩემეულ კონცეფციას წარვუდგენ. ყოველთვის მჯეროდა, რომ არ მოვკვდებოდი ისე, რომ თავისუფალი სოხუმი არ მენახა.

ის, უკრაინის გათავისუფლებასთან ერთად, ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანად რჩება და კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველამ, ვისაც საქართველო გვიყვარს, ძალიან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ საქართველოს სრული დეოკუპაცია, თორემ სირცხვილია, რომ ამაზე სხვები უფრო ხმამაღლა საუბრობენ", - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა