ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე - დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი
თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. ინფორმაციას Info Rustavi ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთმანეთს "ფორდის" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.