თეგებით ძიება
30. 09. 2024 სპორტი

დასავლეთმა უკრაინა ახალი სადამსჯელო ოპერაციისთვის მოამზადა და ანტირუსულ პლაცდარმად აქცია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2014 წლის შემდეგ დასავლეთმა უკრაინა ყირიმსა და რუსეთის სხვა რეგიონებზე თავდასხმებისთვის მოამზადა. ამის შესახებ პუტინმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

მისი თქმით, დასავლურმა ელიტებმა უკრაინა ანტირუსულ პლაცდარმად აქციეს.

"დასავლურმა ელიტებმა 2014 წლის შემდეგ უკრაინა ანტირუსულ პლაცდარმად აქციეს. სისტემატურად ნერგავდნენ სიძულვილს და რადიკალურ ნაციონალიზმს, აღძრავდნენ მტრობას ყველაფერი რუსულის წინააღმდეგ, აწვდიდნენ იარაღს, გზავნიდნენ დაქირავებულებს და მრჩევლებს, ამზადებდნენ უკრაინის არმიას ახალი ომისთვის“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, „უკრაინის სამიზნედ იქცა არა მხოლოდ დონბასი და ყირიმი, არამედ რუსეთის სხვა რეგიონებიც“. 

ამასთან, კრემლის ლიდერის განცხადებით, მოვლენების შემდგომმა განვითარებამ სრულად დაადასტურა სპეციალური სამხედრო ოპერაციის აუცილებლობა და მართებულობა. 

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ჭეშმარიტად განმათავისუფლებელი ხასიათი აქვს“. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა