თეგებით ძიება

"კაფეში, ჩუმად რუსულად ლაპარაკობდნენ, თავიანთ ლიდერს აგინებდნენ და რცხვენოდათ რუსულად საუბრის. რა დღეში ჩააგდო ამ კაცმა თავისი უმდიდრესი ქვეყანა და ხალხი!" - ლაშა ღლონტი

მომღერალი, ლაშა ღლონტი რუსეთის მოქალაქეებზე წერს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდნენ.

"დღეს კაფეში ორმა ახალგაზრდამ ინგლისურ ენაზე შეუკვეთა კერძი. გარეგნულად ინგლისელებს არ ჰგავდნენ. მოგვიანებით შევამჩნიე, რომ ჩუმად რუსულად ლაპარაკობდნენ, თავიანთ ლიდერს აგინებდნენ და რცხვენოდათ რუსულად საუბრის. რა დღეში ჩააგდო ამ კაცმა თავისი უმდიდრესი ქვეყანა და ხალხი!!!", - წერს ღლონტი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა