თეგებით ძიება

ილიაუნმა გარდაცვლილი ქართველი ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია დააფუძნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გარდაცვლილი ქართველი ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია დააფუძნა. ინფორმაციას ილიაუნის პროფესორი, ჯანა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სტიპენდია ყოველწლიურად ერთ სტუდენტს, საქართველოს მთიანი რეგიონებიდან, მისცემს შესაძლებლობას, უფასოდ ისწავლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შეგახსენებთ, რომ მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდიდან დაშვებისას უბედური შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. 

არჩილ ბადრიაშვილი გამოცდილი ალპინისტი იყო. 2022 წელს მას და ორ ალპინისტს, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილს, „ოქროს წერაყინი“ გადასცეს პაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარე ურთულესი მარშრუტის, 7303 მ სიმაღლის მწვერვალის დაპყრობისთვის, სადაც იქამდე ფეხი არავის დაუდგამს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა