თეგებით ძიება

"რა უნდა ვივარაუდო, ცოლი მოდის თუ ქმარი, რას ფიქრობთ?" - ირაკლი ოქრუაშვილი დილემის წინაშეა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ცოლ-ქმარს საერთო ფეისბუქ გვერდი რომ აქვს და იქიდან მწერენ უკრაინაში მოხალისედ წამოსვლა და თქვენს გვერდით ბრძოლა მინდაო, რა უნდა ვივარაუდო ცოლი მოდის თუ ქმარი, რას ფიქრობთ?", - წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მილიონობით ადამიანი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა