თეგებით ძიება

"რუსი ვარ, მაგრამ ქვეყნიდან გამოქცეული...ძალიან მრცხვენია ჩვენი ქვეყნის...გთხოვთ, დამეხმარეთ" - რას წერს რუსი, რომელსაც ბინის ქირაობა უნდა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თეო როჭიკაშვილი (Teo Rotchikashvili) ჯგუფში "აქ გირავდება/გირავდება/იყიდება ბინებში" რუსეთის მოქალაქის მიერ მონაწერი ტექსტი გამოაქვეყნა:

"გამარჯობა. შენთან ბინის ქირაობა მინდა. რუსი ვარ, მაგრამ ჩემი ქვეყნიდან გამოქცეული, იქ ცხოვრება შეუძლებელია. მეზიზღება ჩვენი პრეზიდენტის პოლიტიკოსები და მათთან დაკავშირებული ყველაფერი. ძალიან მრცხვენია ჩვენი ქვეყნის, მაგრამ მე უბრალოდ მინდა ვიცხოვრო და ვიმუშაო. გთხოვთ, დამეხმარეთ, ძალიან სუფთა და მოწესრიგებული ვარ. თქვენი ბინა უსაფრთხოა! მადლობა!", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.


"რუსი ვარ, მაგრამ ქვეყნიდან გამოქცეული...ძალიან მრცხვენია ჩვენი ქვეყნის...გთხოვთ, დამეხმარეთ" - რას წერს რუსი, რომელსაც ბინის ქირაობა უნდა




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა