თეგებით ძიება

"ისეთი კარგი ამბავი მაქვს... აუტყდა დედას ტირილი, ავყევი მეც, აგვყვნენ ბავშვებიც..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც ახლა პოლონეთშია და უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად იბრძვის, სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს ყვება:

"ისეთი კარგი ამბავი მაქვს, გულები უნდა დაგითბოთ
წუხელ ამბავი მოვყევი, ხარკოვის უბედურებებგამოვლილ უკრაინელ დედაშვილზე, შეიძლება ნახეთ კიდეც (თუ არ გინახავთ სასწრაფოდ ნახეთ წინა პოსტი და მერე დაბრუნდით აქ)…

ჰო და დამირეკა კეთილმა ხალხმა კრედო ბანკიდან, სადგურზე აღარ დავტოვებთ მაგ ხალხს და ბინა ვუქირაოთ ვარშავაშიო.
ავჩუყდი, მაგრამ ცრემლები შევიკავე. აქაური ყოჩაღი ემიგრანტების დახმარებით ვარშავის გარეუბანში (ძვირად, მაგრამ ვინ დაეძებს?) ვიპოვე პატარა ბინა და გავქანდი..

მივვარდი კარგი ამბის სახარებლად ამ საოცარ ოჯახთან, ოთახნახევრიან ბინაში მიმყავხართ თქო, აუტყდა დედას ტირილი, ავყევი მეც, აგვყვნენ ბავშვებიც.

ტირილით რომ დავიღალეთ მითხრა კიდევ ერთი ოჯახი უნდა წავიყვანოთო, გავიჭირვებთ, დავეტევითო. იქაც დედა და 3 ბავშვი… 8 ადამიანი, ოთახნახევრიანში.

გამოვედი ქუჩაში და ვურეკავ ბინის მეპატრონეს, ძალიან გთხოვთ, 8 ადამიანი უნდა შემომაყვანინოთ მეთქი
ამ დროს ვიღაც ძალიან შეუხედავი და მთვრალი კაცი დამტრიალებს… თან ასლოკონებს, თან ახველებს, შევღონდი
ტელეფონზე ლაპარაკს რომ არ მოვრჩი, ხელი ჩაიქნია და ზომიერი ბრაზით მომაძახა, ნაცების დედას შევეციო
ამასობაში გაგიჟდა ბინის მეპატრონე ქალი, ფიზიკურად ვერ დაეტევიან, მაქსიმუმ გასაშლელი საწოლები დავუმატოო…
მაგრამ, ამავე სადარბაზოში, იგივე ზომის ბინა გათავისუფლდა ახლა და იქ შეიყვანეო.
ამან რა იცის რომ ორი ბინის ფული არ მაქვს
ვურეკავ კრედოს ოქრო ხალხს, ეგეთი ამბავია, როგორ მოვქცე თქო?
იმათმა, მეორე ბინაც აიღეო
შევვარდი ისევ ამათთან, მაგარი ამბავი მაქვს, მეორე ბინაც გამოჩნდა და იატაკზე ძილი არ მოგიწევთ მეთქი
ამათმა, შენ ხომ არ გაგიჟდი, მაგ მეორე ბინაში ორ პატარა ოჯახს შევუშვებთო…
ტირილის ტრაკი აღარ მქონდა და პირდაპირ გაააამოვშტერდი, თუმცა თბილისში რომ ვრეკავდი ამბის მოსაყოლად კიდევ ერთხელ ვიტირე
ჰო და ახლა ისე გამოვიდა, რომ ერთი პოსტით და რამდენიმე კეთილი ადამიანის დახმარებით, 13 უკრაინელი დავაბინავეთ???????? აქედან 9 ბავშვია!
მადლობა, რომ ამ საგიჟეთის ელჩად მე შემარჩიეთ.
ჩემო კარგო ქვეყანავ!", - წერს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მილიონობით ადამიანი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა