თეგებით ძიება

"გარეთ გვტოვებთ საკუთარ ერს?! დროა, დაჯარიმდეს ყველა ის გამქირავებელი, ვინც 1-ოთახიან ბინას 600 ლარზე მეტს დაადებს საქართელოში ქართველებზე"

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ათასობით მოქალაქის ჩამოსვლის გამო, თბილისში უძრავი ქონების გაქირავება გაძვირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბინის მეპატრონეები ქართველ მდგმურებს ფართის გათავისუფლებას სთხოვენ და სამაგიეროდ შიგნით უცხოელებს ასახლებენ. უძრავ ქონებაზე მომატებული ფასებზე სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას.

"ბინები გაქვთ ვინმეს 500 ლარის ფარგლებში დარჩენილი?
ხალხო ამ დოლარებში რომ ადებთ ქირას ფასებს არ გრცხვენიათ? დოლარშ რომ. შემეძლოს გადახდა ბიყიდი ბარემ ბინას 50 დოლარი რათაა დასამატებლად.. გარეთ გვტოვებთ საკუთარ ერს? სინდისი სად გაქვთ? ყველაფერი გაძვირდაო რო იძახით, მესმის 50 - 100 ლარი მოუმატო ქირას მაგრამ 500 ლარიან ბინაა რომ 400 დოლარს დაადებ ეგ არის დანაშაულიი, სადაა ჩვენი მთავრობა ამდროს? თავიანთივე ხალხი რომ გარეთ რჩება? სადაა. მგონი დროა მიხედოთ და დააჯარიმოთ სოლიდურად ყველა ის გამქირავებელი ვინც 1 ოთახიან ბინას 600 ლარზე მეტს დაადებს ფასს საქართ ელოში ქართველებზე, სადაც ხელფასი 800 900 ლარია. ან დაუწესეთ რაიმე ოფიციალური გადასახადი. რითი გადავიხადო 1 ოთქხიანში 400 500 დოლარი? ხწლფასებს დოლარებში გიხდიან თქვენ? მარტო მუშაობს ჩემი მეუღლე ხელფასი აქვს 930 ლარი ან გზის ფული არ უნდა ეგეც რომ გააძვირეს ან ჭამა არ გვინდა ან ბავშვს კვება და პამპერსი არ უნდა? რა უნდა ვქმათ? ცკტა ჯანსაღად იფიქრეთ ხალხო რა უბედურებაა რა დაგეცათ ამისთანააა? თბილისის მერია / Tbilisi City Hall რატომ გძინავთ ვინ უმდა მიხედოს ამ უსამართლობას?", - წერენ უკმაყოფილო ადამიანები სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.


\"გარეთ გვტოვებთ საკუთარ ერს?! დროა, დაჯარიმდეს ყველა ის გამქირავებელი, ვინც 1-ოთახიან ბინას 600 ლარზე მეტს დაადებს საქართელოში ქართველებზე\"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა