თეგებით ძიება

"საქართველოს ხელისუფლებამ მადლობა გადაუხადოს, ჯერ სააკაშვილს 2008 წლისთვის და მერე ზელენსკის, რომ კიდევ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობას წარმოდგენენ" - სალომე სამადაშვილი

პარტია "ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც ნატოში გაწევრიანებაზე ნაკლები, საკუთარი შინაარსით, არ იქნება.

"რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულისკენ მიდის.
უკრაინა მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანების გარანტიებს-მყარად გახდება გაწევრიანების კანდიდატი.

მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც ნატოში გაწევრიანებაზე ნაკლები, საკუთარი შინაარსით, არ იქნება.
უკრიანამ მოიპოვა ისეთი მორალური უპირატესობა მსოფლიოში, რომ რიგითი ქვეყანა აღარასოდეს იქნება.

რუსეთმა განიცადა კრახი, ნატოს გაფართოვების შეჩერების გასაღება მოუწევს, როგორც გამარჯვების. თუმცა, ჩამოშლილი ეკონომიკა, რეჟიმის პროპაგანდის წარმატებას, ერთობ გაართულებს. ვფიქრობ, რუსეთში პოლოტიკური ცვლილებები გარდაუვალია.
თავისუფლება გაიმარჯვებს, თუმცა, ვერავინ დაუბრუნებს მშობლებს დაღუპულ შვილებს...

რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას-მადლობა გადაუხადონ, ჯერ სააკაშვილის ხელისუფლებას, 2008 წლისთვის, და მერე ზელენსკის, რომ კიდევ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობას წარმოდგენენ.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი, ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების გზით, მეორეჯერ, ისევე გაედაუვალია, როგორც უკრაინის გამარჯვება", - წერს სამადაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა