თეგებით ძიება

"დაიღუპა მისი: ცოლი, 4 წლის ქალიშვილი, დედა და მამა" - ვის შესახებ წერს ირაკლი კუპრაძე

"ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"7 დღის წინ ჩვენს ოფისში უკრაინელი ბიჭი, ვიტალი მოვიდა. მეზღვაურია.
სანამ ნაოსნობაში იყო და დაბრუნებას მოასწრებდა, მარიუპოლში უეცარი დაბომბვისას დაიღუპა მისი: ცოლი, 4 წლის ქალიშვილი, დედა და მამა.
კონტაქტზე არ გამოდიოდა, 7 დღიანი ძებნის შემდეგ, დღეს საღამოს მივაგენი ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, გამოკეტილია, არ გამოდის, საერთოდ არ ჭამს, მხოლოდ ალკოჰოლს ეტანება.
ვხედავ ჩემს თვალწინ მდგომ ახალგაზრდა, სიმპათიურ, ჯანით სავსე ადამიანს, რომელიც განადგურებულია, მიწასთან გასწორებულია და ყველა სიტყვაზე ტირილს იწყებს.
არ არსებობს სიტყვები რითიც მისი გამხნევება შეიძლება და არც არაფერი მითქვამს. ვთხოვე, შენი დახმარება მჭირდება და იმიტომ გეძებდი, გთხოვ ხვალ ფხიზლად იყავი, უამრავი უკრაინელი ლტოლვილი ჩამოდის და უნდა დავეხმაროთ ერთადმეთქი. რაღაცნაირად, თითქოს გამოფხიზლდა პირობა მომცა, ვეცდები ხვალ ფხიზელი ვიყო და დაგეხმაროო.
ახლა მისგან დავბრუნდი შტაბში და გონება არ მიმუშავებს...
როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ საომარ ეპოსს, ერთი დანამდვილებით ვიცი, ამ ტკივილის გონებიდან წაშლა გამორიცხულია, ვერაფერი მაიძულებს, ოდესმე მინიმალურ დათმობას ან ლმობიერებას მტრისადმი, რასაც პუტინის რუსეთი ქვია! პუტინის რუსეთის ნებისმიერი მიმდევარი არის ამ სისხლიანი ჩეხვის მონაწილე, რაზეც ყველამ უნდა აგოს პასუხი, ზოგმა სამართლებრივად, ზოგმა პოლიტიკურად, ზოგმა მორალურად, მაგრამ ყველამ უნდა ზღოს თავისი საფასური!
რუსეთი არის მტერი, უპირობოდ, უსიტყვოდ, მაგრამების გარეშე და მისგან თავი უნდა დავიხსნათ, პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც.
ბრაზი მახრჩობს, მაგრამ ვიცი ეს ბრაზი საით მივმართო.
სიკვდილი მტერს!
დიდება გმირებს!", - წერს კუპრაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა