თეგებით ძიება

"შეყვარებული მთხოვდა, შიშველი ფოტოები გამეგზავნა მისთვის... მეც გავუგზავნე და დაიწყო ჯოჯოხეთი... იმდენს იზამს, რომ თავს მომაკლევინებს"

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"გამარჯობა ყველას.

მოზარდობის ასაკში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, რასაც დაკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ. შეყვარებული მყავდა. ჩემზე ბევრად უფროსი იყო. მთხოვდა, შიშველი ფოტოები გამეგზავნა მისთვის, რათა ჩემი მისადმი ერთგულება დამემტკიცებინა.

მეც გავუგზავნე მას შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი. ყოველთვის მემუქრებოდა და საბოლოოდ გავწყვიტე მასთან კონტაქტი. მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი, ახლა დიდი ვარ ისევ გამოჩნდა, ისევ თავისას იმეორებს. ძალიან მეშინია . მრცხვენია ჩემი საქციელი. ვუთხარი, რომ პოლიციაში განვაცხადებდი ამ ყველაფერს მისგან კი სიცლი მივიღე. რა ხდება ?! აღარც პოლიციის ეშინიათ? იმდენს იზამს, რომ თავს მომაკლევინებს.

გთხოვთ, თუ გქონიათ მსგავსი სიტუაცია, არ დანებდეთ. ყველაფერი კარგად იქნება".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა