თეგებით ძიება

"არ შემიძლია მძულდეს რუსეთი, მე მძულს პუტინი" - ნათია ჩხეტიანი

ადოკატი, ნათია ჩხეტიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას რუსული პოლიტიკა ძულს პრეზიდენტ პუტინის მეთაურობით, ხოლო რუსეთი - არა.

"ეს რუსეთუმეები და დისკრიმინაციული ტერმინები ვინ დაამკვიდრა?
რადგან პოლიტიკა ასე მოითხოვს, ასე ვიძახო, რომ მე რუსეთი მძულს?
-არა, მე არ მძულს რუსეთი, მე მძულს პუტინი!

ჩვენი თაობა ძირითადად რუსულ მულტფილმებზე გაიზარდა, რუსული ენა უფრო მეტად გვესმოდა და უკეთესად ვიცით.
ადამიანს ხომ ტკბილი მოგონებები რჩება მხოლოდ. არასოდეს წაიშლება ჩემი გონებიდან ახალი წლის მოლოდინი ბავშვობაში. როგორ ველოდით რუსული საახალწლო კონცერტების დაწყებას. მამას უყვარდა ძალიან რუსული ესტრადა, მე მამა მიყვარს ძალიან. ყოველ ახალ წელს, 30-ში ან 31-ში გვიფუჭდებოფა ტელევიზორის გადამრთველი არხი, ,,პლოცკოთი” ცდილობდა მამა გასწორებას.
იწყებოდა ღელვა,
-ახალ წელს უტელევიზოროდ შევხდეთ? ვიწყებდით ხელოსნის ძებნას და ყველაზე მედნიერი ბავშვი ვიყავი დედამიწაზე, როცა შემოვიდოდა ბიძია შავი ჩემოდნით, ტელევიზორის ხელოსანი, ეს უკვე ნიშანი იყო იმისა, რომ მე მივსკუპტებოდი მამაჩემის გვერდით და ვუყურებდი რუსულ საახალწლო კონცერტს.
-ნათო, გაკეთდა! დამიძახებდა მამა და აი, მაშინ ჩემი მეგონა მთელი დედამიწა.

,,ნუ, ზაეც პაგადი!” ეს სიტყვები ხომ ნახევარი ბავშვობაა. ,,რებიატა, დავაიწე ჟიტ დრუჯნო”, ეს მეორე ნახევარი ბავშვობისა და კიდევ რომელი ერთი გავიხსენო. ნაძვის ხის ბურთებზე რუსული წარწერები, ყველგან ძირითადად რუსული დომინირებდა და მე მიყვარს ის დრო, ჩემი ბავშვობა მიყვარს, მენატრება და მეოცნებება.

არ შემიძლია მძულდეს რუსეთი, მე მძულს პუტინი, რომელმაც არ იცის ადამიანის დანდობა, არის აგრესორი და დიქტატორი, მაგრამ იმის გამო, რომ ახლა ასეა საჭირო, მე არ ვიტყვი, რომ მძულს რუსეთი.

ჩემი ბავშვობის წლები ყველაზე მეტად მიყვარს, მიყვარს ყველაფერი, რაც იქ იყო და მე არ მრცხვენია ამის.
ჩვენ ფული ცოტა გვქონდა ყოველთვის ძალიან, მაგრამ მე ვიყავი უბედნირესი ბავშვი, რადგან მამა არის დიდოსტატი იმისა, როგორ შეიძლება მცირედი ამბავი დიდ დღესასწაულად ექციო.

ჩემთვის დღესასწაული იყო 12 საათამდე ტელევიზორის გაკეთება.
-ნათო, გაკეთდა!

ახლა უარხო ტელევიზორები მაქვს ,,ფირმა”, ჩემი ნაყიდია ყველა სხვათაშორის. მე იმაზე ფულისმშოვნელი გოგო აღმოვჩნდი ვიდრე მამა იყო, მაგრამ მაინც, ნეტა იმ დროს…", - წერს ჩხეტიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა