თეგებით ძიება

"ამ კაცმა ჯობია იმაზე იფიქროს, ზარბაზანში არ ჩატენონ ტყვიად"- ნანა გეგეჭკორი ბიბილოვზე

აშშ-ში მცხოვრება ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ეხმაურება ოკუპირებული სამაჩაბლოს ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმად, ის რუსეთთან შეერთებას არ გამორიცხავს.

"ყველაფერი, რასაც აწი პუტინი იზამს, იგივეა მე რომ გამოვაცხადო ამერიკის რომელიმე შტატი სახწლმწიფოდ ან მივუერთო საქართველოს. ამდენი წონაც კი აღარ აქვს ყასაბი/ჯალათის სიტყვას საერთაშორისო სამართლისთვის.

ამ კაცმა კი ჯობია იმაზე იფიქროს ზარბაზანში არ ჩატენონ ტყვიად", - წერს ნანა გეგეჭკორი.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სამართლებრივი ქმედებები ე.წ. რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების თაობაზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა