თეგებით ძიება

"რატომ არის საჭირო სამარცხვინო საზღვარი, რომელიც ამცირებს მილიონობით რუსის ღირსებას" - მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარზე

რუსული პროპაგანდისტული მედიის, RT-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის არსებული ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტების არსებობით უკმაყოფილოა.

"გუშინ ვიყავი აფხაზეთში - მედია ცენტრი გაგავხსენით. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ვივახშმეთ და ბევრი ვისაუბრეთ.
შეუდარებელი, ლამაზი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი.
ისინი ახლა ჩვენთან და ჩვენთვის იბრძვიან.

ახლა ამიხსენით, რატომ არის საჭირო იქ ეს სამარცხვინო საზღვარი და საბაჟო პოსტი, რომელიც ნერვებს უშლის ჩვენს მოქალაქეებს, ამცირებს მილიონობით რუსის ღირსებას, რომლებიც ყოველწლიურად კვეთენ ამ საზღვარს, ასევე ჩვენი მოკავშირეების, რომლებიც ახლა სისხლს ღვრიან ჩვენთვის.
ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მერე გეტყვით ვის სჭირდება და რატომ. იქ ბევრი საინტერესო რამ არის.

ამასობაში, მადლობა ჯარისკაცებს, მადლობა მათ დედებსა და მამებს. იმუშავეთ ძმებო!", - წერს სიმონიანი.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა