თეგებით ძიება

"სისხლით მორწყულ თავის ქვეყანას რომ უყურებს, ადამიანურად სრულიად გასაგებია, რატომ აქვს პროტესტი" - ნათია ფანჯიკიძე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, ელჩის გაწვევის თაობაზე, ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"ქართველები ძალიან მგრძნობიარეები ვართ. უცებ გვწყინს. როგორც ჩანს, ზელენსკიც მგრძნობიარეა და ჩვენგან განსაკუთრებით სწყინს, ამიტომ გაიწვია ელჩი.
ცივ გონებაზე, მე არ გავიწვევდი, ომის საშინელებით ფსიქიკაშეცვლილი, ალბათ მეც გავიწვევდი. ზელენსკის ესმის, რომ უკრაინის ხარჯზე ჩვენც ვთავისუფლდებით და ახალი ისტორიული, ჯერარმოცემული შანსები გვეძლევა, თანაც უომრად. მხოლოდ პოზიციის მკაფიოობაა საჭირო და ესეც ვერ შეძლო ჩვენმა მთავრობამ. რუსული მესიჯებით ეწევიან ზელენსკის დისკრედიტაციას მათი ტროლებიც, მღვდლებიც, რიგითი ოცნებისტებიც. მიუხედავად იმისა, რომ ათას მადლობას გვიხდის ქართველ ხალხს, ჩვენც ვხედავთ, რომ მთავრობის ოფიციალური განცხადებები არის ცრუქუცული, აი ეშმაკობასაც რომ ვერ დაარქმევ, მშიშრული, არაპროფესიონალური, არა იმ მთავრობის და იმ ერის, ვისაც თავისუფლება უნდა. სისხლით მორწყულ თავის ქვეყანას რომ უყურებს, ადამიანურად სრულიად გასაგებია, რატომ აქვს პროტესტი, არ გვასარგებლოს იმ მომავლით, რომლისთვისაც თვითონ ეწამებიან", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა