თეგებით ძიება

ოკუპირებულ გალში ხანძარმა ჰექტრობით ციტრუსის პლანტაცია და ტყის მასივი გაანადგურა

ოკუპირებული გალის რაიონში მასშტაბური ხანძარია. სოფელ მახუნჯიასთან ცეცხლმა ჰექტრობით ციტრუსის პლანტაციები და ტყის მასივები გაანადგურა. ადგილობრივები გალის მისადგომებთან, მეხანძრეებთან ერთად, ცეცხლის კერების ლოკალიზებას ცდილობენ. ძლიერი ქარის გამო, მეხანძრეებს მუშაობა ექსტრემალურ პირობებში უწევთ.

სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყოს.

ოკუპირებული გალის თვითგამოცხადებული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რაიონში საგანგებო მდგომარეობაა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდებარე დასახლებებში გათიშულია ელექტროენერგია.

ცეცხლის კერების წარმოქმნის მიზეზად ხანძრის განზრახ გაჩენა განიხილება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქრობის პროცესს ადამიანური რესურსის ნაკლებობაც აფერხებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა