თეგებით ძიება

"ბავშვს რა უქნა, თავიც რა დღეში ჩაიგდო - ამით როგორ უნდა იცხოვროს..." - დაჩი გრძელიშვილი შარტავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე

ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რატო, რისი გულისთვის... ტროტუარზე იდგა ეს ბავშვი... იმიტო რო ვიღაცა ნაბიჭვარი „გონკაობდა“? ბავშვს რა უქნა, თავიც რა დღეში ჩაიგდო - ამით როგორ უნდა იცხოვროს... მგონია რომ ასეთ ფაქტებზე ყველამ, ძალიან ხშირად უნდა ვილაპარაკოთ და იქნებ ამ ტიპაჟის გამოშტერებულებს შეეშინდეთ... თორე იმდენჯერ მინახავს პატრულის თვალწინ ლიხაჩობა, მათი პრევენციის იმედი ნამდვილად არ მაქვს. რა ჯანდაბა ვქნა, ბავშვები აღარ გავუშვა მარტო სკოლაში, რომელიც ორ ნაბიჯზეა? და რატო?? ვიღაცა დედამო$%^მა ნაბიჭვრამა ქალაქში რო იგონკაოს? იმიტო რო პატრული ალტინფოს ოფისის ყარაულად დგას, ან შუქნიშნის მაგივრად???", - წერს დაჩი გრძელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, შარტავას ქუჩაზე ტროტუაზე მდგარ ბავშვს მანქანა დაეჯახა. არასრულწლოვანს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა