თეგებით ძიება

"ღარიბაშვილს შეუთვლია, შანსი არ გაქვს, პუტინო..." - რას წერს თამო კეშელავა?

ჟურნალისტი, თამო კეშელავა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ჩემი აზრით, პუტინი გააღიზიანა ამდენმა არგაღიზიანებამ და +კობახიძის მინიშნებამ დესეთეზე – (ჭკუას რა პონტში მასწავლისო) + ღარიბაშვილის ნათქვამმა, ეს ომი მეორე მსოფლიო ომს ჰგავს და რუსეთს უკრაინაში ებრძვიან და ჩვენ ეკონომიკას უნდა მივხედოთო...

რაის მეორე მსოფლიო ომს ჰგავს, სად არის ქანთარიაო, დაუყვირია პუტინს და ნუკრი ქანთარიას სანამ აუხსნეს, მელიტონს გულისხმობსო, ცუდად გამხდარა...
პუტინმა, მეც ადამიანი ვარ, ძაღლად რომ არ მაგდებთ, წამლად ერთი სანქცია მაინც დაგედოთ, წამლად, თუნდაც, ის მაინც გეთქვათ, რუსი მინისტრები ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო სანქცირებული გვყავსო...

ღარიბაშვილს შეუთვლია, შანსი არ გაქვს, პუტინო, არა და არასოდეს არც ერთი სანქცია არ გეღირსებაო და ე, მაგას მოყვა ის ამბები ბიბილოვთან...
თუ ვერ იძახი, რომ ჩემი მინისტრები ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო გყავს სანქცირებული, ესე იგი, ჩემი ყოფილა და არ მცოდნიაო...
ბიძინას შეუთვლია, მიწა გავიგე და ხეს მომცემ, ხეს, დენდროლოგიურისთვის მინდაო...

პუტინი დათანხმებას აპირებდა, თურმე, მარა მინისტრებს უთქვამთ, კუბოს ფიცრად არ დაგვჭირდეს, ჯერ ნუ მივცემთო...
ლენინი გაქცეულა, ესენი ფაშისტები ყოფილანო...

და მავზოლეუმში ლენინის კლონი წევსო, ამბობენ კიდე...", - წერს თამო კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა