"მინდა აქ თურქეთის ჯარი შემოვიდეს, ჩავბარდე თურქეთს. მინდა თურქეთის პროტექტორატი აქ, ომის შემთხვევაში. რუსები აქ არ უნდა დაუშვას მსოფლიომ" - ირა ჭელიძე
სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე საქართველოში ომის შემთხვევაში, ქვეყანაში თურქეთის ჯარის შემოსვლის საჭიროებაზე საუბრობს.
"რო რამე, მე მინდა აქ თურქეთის ჯარი შემოვიდეს. მე მინდა ჩავბარდე თურქეთს. მე მინდა თურქეთის პროტექტორატი აქ, ომის შემთხვევაში. რუსები აქ არ უნდა დაუშვას მსოფლიომ.
აქ შემოკედლებულ რუსებს კი შევკრებდი და ბუჩას ვაყურებინებდი, როგორც გერმანელებს აყურებინეს ნაცისტური კოშმარები", - წერს ირა ჭელიძე.