"მოქალაქეების მკვლელობა ომის დანაშაულია, ნათლად რომ ვთქვათ, ვინც ამის ბრძანება გასცა, პასუხი უნდა აგოს" - გერმანიის კანცლერი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს დესტრუქციული ომი უკრაინაში.
"შეაჩერე ეს დესტრუქციული და თვითგამანადგურებელი ომი - სასწრაფოდ. გაიყვანეთ თქვენი ჯარები უკრაინიდან“, - განაცხადა შოლცმა.
კანცლერმა, ასევე, დასძინა, რომ გერმანია შოკირებულია ბუჩაში რუსი სამხედროების სისასტიკით.
"ბუჩას საშინელმა კადრებმა ღრმად შეგვძრა ყველა ჩვენგანი. ჯარების გაყვანამდე რუსი ჯარისკაცები ხოცავენ იქ უკრაინელ სამოქალაქო პირებს, მათ შორის, ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს“, - აღნიშნა შოლცმა.
ოლაფ შოლცის თქმით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
"მოქალაქეების მკვლელობა ომის დანაშაულია. ნათლად რომ ვთქვათ, ვინც ამის ბრძანება გასცა, პასუხი უნდა აგოს“, - დასძინა შოლცმა.