თეგებით ძიება
11. 04. 2022 მსოფლიო

"ძალიან ბედნიერები იყვნენ, როდესაც თოჯინა აღმოაჩინეს" - 7 წლის ბავშვმა უკრაინიდან ბრიტანეთში გაქცევის შემდეგ ზუსტად ისეთი თოჯინა იპოვა, როგორიც სახლში დარჩა

უკრაინიდან ომს გამოქცეულმა 7 წლის ვერონიკამ, დიდ ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ ზუსტად ისეთი თოჯინა იპოვა, როგორიც უკრაინაში, სახლში დარჩა. ვერონიკა და მისი დედა ტატიანა დიდ ბრიტანეთში მხოლოდ ერთი ჩემოდნით და ზურგჩანთით ჩავიდნენ.

მას შემდეგ, რაც ვერონიკა და მისი დედა ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია, stripey stork-ში მივიდნენ, სწორედ ის თოჯინა იპოვეს, რომელიც ვერონიკას უკრაინაში დარჩა.

"ვერონიკა და დედამისი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როდესაც თოჯინა აღმოაჩინეს. სწორედ ისეთი თოჯინა იყო, რომლის დატოვებაც მათ სახლში მოუწიათ", – წერს ტვიტერზე stripey stork-ის დამფუძნებელი ნიკოლა დავესი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა