თეგებით ძიება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება - ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

"თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.

- მოძრავი შემადგენლობები გადაადგილდებიან ზონალურად და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით იმგზავრონ. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი კი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

- თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - აღნიშნულია განცხადებაში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა