თეგებით ძიება

მოსახლეობისთვის პრიორიტეტი არ არის ის გეგმები, რომელიც კრიმინალ, მომთაბარე სააკაშვილის თავშია მოხარშული - ალუდა ღუდუშაური

"ქართული ოცნების” წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, "მოსახლეობისთვის პრიორიტეტი არ არის ის გეგმები, რომელიც კრიმინალ, მომთაბარე მიხეილ სააკაშვილის თავშია მოხარშული".

"ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება კანონმდებლობის გათვალისწინებით, ეს თარიღი არის 2024 წელი. ეს კარგად ესმით მათაც, მაგრამ არაფერი არ დარჩენიათ საზოგადოებასთან საურთიერთობოდ გარდა იმისა, რომ ხელოვნური სუნთქვის რეჟიმში გადავიდნენ და დაანონსონ აქციები. აქციებს არანაირი შედეგი არ მოუტანია მათთვის, ეს აქციები არის რამდენიმე ათეული ადამიანით შემოფარგლული. დღეს საქართველოს და საზოგადოების დღის წესრიგში არ არის აქციები და არეულობა. ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება, რაშიც ვერავინ ვერ შეგვიშლის ხელს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტი არ არის ის გეგმები, რომელიც კრიმინალ, მომთაბარე მიხეილ სააკაშვილის თავშია მოხარშული. ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, ბორჯომში, შულავერის კომიტეტი როგორ გეგმავდა არეულობას, რომელსაც დირჟორობს სააკაშვილი, კარგად ვხედავთ ვინ არის „ომის პარტია“ და ვისთვის არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ნებისმიერ ფასად, მათ შორის საომარი მოქმედებების ხარჯზეც მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში”, - აღნიშნა ღუდუშაურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა