"ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქალი ვარ, რომელმაც უარი უთხრა" - რატომ უთხრა ეკო ფანგანმა ტელეფონის ნომრის მიცემაზე უარი მსოფლიოს ნომერ პირველ მეკარეს?
მოდელი და ტელეწამყვანი, ეკო ფანგანი "სიცრუის დეტექტორს“ ესტუმრა და გაიხსენა, როგორ უთხრა ტელეფონის ნომრის მიცემაზე უარი მსოფლიოს ნომერ პირველ მეკარეს, ჯიჯი ბუფონს.
"ვთანამშრომლობდი ფეხბურთის ფედერაციასთან, როდესაც იტალია მსოფლიო ჩემპიონი იყო, იტალიურად ვსაუბრობდი. ბევრი ვარსკვლავი იყო ჩამოსული. რამდენჯერმე მივედი პრესკონფერენციაზე, ვარჯიშზე და თუ მიწევდა კომუნიკაცია ფეხბურთელებთან, იტალიურად ვესაუბრებოდი. ერთხელ ბუფონმა მკითხა, იტალიური თუ იციო. ვუთხარი, რომ ვიცი და ტელეფონის ნომერი მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი. არ ვნანობ და ასე ამაყად ვყვები ამ ამბავს. ალბათ,
მსოფლიოში ერთადერთი ქალი ვარ, რომელმაც უარი უთხრა. რა მოხდებოდა, ტელეფონის ნომერი რომ მიმეცა? იმდენად არ ველოდებოდი ასეთ არაოფიციალურ ურთიერთობას, არც მიფიქრია დათანხმებაზე“, - განაცხადა მოდელმა.