ოკუპანტებმა უკრაინაში 223 ბავშვი მოკლეს
უკრაინაში, რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 223 ბავშვი დაიღუპა, 408-ზე მეტი კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
"2022 წლის 5 მაისის დილის მდგომარეობით უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 631-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 223 ბავშვი და დაშავდა 408-ზე მეტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებაზე.
პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ დონეცკის ოლქში - 139, კიევში - 116, ხარკოვში - 95, ჩერნიგოვს - 68, ხერსონში - 46, მიკოლაევში - 44, ლუგანსკში - 37, ზაპოროჟიეში - 27, სუმი - 17, ჟიტომირი - 15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1607 სასწავლო დაწესებულება. ამასთან, მათგან 121 მთლიანად განადგურდა.