თეგებით ძიება

საქართველოში ტექნიკური მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა - პიტერ სტანო

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესასწავლად, ევროკავშირის ტექნიკური მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.

პიტერ სტანომ გამოცემას წერილობით აცნობა, რომ "საამისოდ მზადება მიმდინარეობს. მისიის შესახებ უფრო მეტი დეტალი შესაფერის დროს გახდება ცნობილი".

ამასთან, პეტერ სტანოს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაშე მოხსენებით წარდგება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომელიც შეაფასებს, "როგორ უპასუხეს საჩივრებს საარჩევნო დარღვევებზე".

შეგახსენებთ, საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნის შესახებ ცნობილი 18 ნოემბერს გახდა. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, EU საქართველოში სპეციალურ მისიას გამოაგზავნის და ცდომილებებს განიხილავს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა