რა არ უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე - გველის წელს ეს კერძები არ შეეფერება
საახალწლო სუფრა და საახალწლო კერძები დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. რა არ უნდა გქონდეთ 2025 წელთან შესახვედრად სადღესასწაულო სუფრაზე, თუ გსურთ, წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობა მოიპოვოთ და წარმატება მოიზიდოთ
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2025 წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის გველი იქნება. სადღესასწაულო სუფრისთვის, როგორც წესი, ადამიანები წინასწარ ემზადებიან, ცდილობენ განწყობა შეიქმნან და ოჯახის წევრებს მრავალფეროვანი კერძებიც შესთავაზონ. იმისათვის, რომ წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და სახლში წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა დეტალი გავითვალისწინოთ.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2025 წლის მთავარი სიმბოლო სიბრძნესთან, სიფრთხილესთან, გამჭრიახობასთან ასოცირდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მას არა მხოლოდ მდიდრული, არამედ ჰარმონიული სუფრა მოსწონს.
ახალ წელთან შესახვედრად ჯობს, აქცენტი ახალ, ნატურალურ კერძებზე, ბოსტნეულსა და დელიკატურ არომატზე გააკეთოთ. 2025 წლის მთავარი სიმბოლო უპირატესობას სიახლეს და ამავდროულად, ბუნებრიობას ანიჭებს. ამიტომაც, ჯობს სადღესასწაულო სუფრისთვის ნაკლებად მოამზადოთ ისეთი კერძები, რომლებსაც დიდი რაოდენობით ხელოვნურ დანამატებს გაუკეთებთ. ასევე, უარი თქვით, მზა და გადამუშავებულ პროდუქტებზე. ეცადეთ, ყველა კერძი თუ გასაფორმებელი დეტალი საკუთარი ხელით დაამზადოთ. გველი შრომისმოყვარეობასა და მცდელობას განსაკუთრებით აფასებს.
პარკოსნები
ფრთხილად იყავით პარკოსნების შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი პარკოსნები, როგორიცაა ლობიო, ოსპი თუ სხვა, საკვები ნივთიერებებითაა სავსე, მათ შეუძლიათ, სიმძიმე გამოიწვიონ, რაც გველის მოხდენილ ბუნებას არ შეესაბამება.
როგორც აღვნიშნეთ, წლის მთავარ სიმბოლოს ჰარმონიულობა ყველაზე მეტად უყვარს. ამიტომაც, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ სადღესასწაულო სუფრაზე განსაკუთრებით მაღალკალორიული და მძიმე საკვები არ განვათავსოთ. მსუბუქი სალათები და ბოსტნეული, მინიმალისტურად, მაგრამ ჰარმონიულად გაფორმებული კერძები გამოიყენეთ.
ნამცხვრები, ტორტები ბევრი კრემით
მოერიდეთ ბევრი კრემისაგან დამზადებულ ტორტებსა და ნამცხვრებს. ძნელად მოსანელებელი და კალორიებით გადატვირთული საკვები გველს ნაკლებად მოსწონს. უმჯობესია, ახალ წელს ბევრი ხილით, ხილისაგან დამზადებული მსუბუქი დესერტებით, მუსებით შეხვდეთ.
მაღალკალორიული და ზედმეტად ცხიმიანი საკვები
იმის გამო, რომ 2025 წლის მთავარ სიმბოლოს სიმსუბუქე და ზომიერება უყვარს, ჯობს, სადღესასწაულო სუფრაზე ძალიან ცხიმიანი და მაღალკალორიული საკვები არ განათავსოთ. უპირატესობა მიანიჭეთ თევზსა და ფრინველის ხორცს.
გაყინული ინგრედიენტები
შეეცადეთ, სადღესასწაულო სუფრაზე გაყინული პროდუქციისაგან დამზადებული კერძები ნაკლებად გამოიყენოთ. წლის მთავარ სიმბოლოს, როგორც აღვნიშნეთ, ბუნებრივი, ნატურალური პროდუქტები მოსწონს.
შებოლილი ლორები და ძეხვეული
გადამუშავებული, უხვი სანელებლებით დატვირთული, ძნელად მოსანელებელი საკვები სადღესასწაულო სუფრაზე არ განათავსოთ. ეს წლის მთავარ სიმბოლოს ნაკლებად მოეწონება. ჯობს, მაგალითად, ბოსტნეულით გაფორმებული წიწილის ხორცი მიირთვათ.
თუკი ზემოთ ჩამოთვლილ წესებს გაითვალისწინებთ, არა მხოლოდ ჰარმონიულ ატმოსფეროს შექმნით, არამედ შეძლებთ, 2025 წელს წარმატებითა და კეთილგანწყობით შეხვდეთ.
მშობლები. გე