თეგებით ძიება

"ნუ ელოდება მიშა და მისი ოჯახი, რომ ილია მეორე თითს გაანძრევს მის დასახმარებლად. ილია მეორე ისევე ასრულებს რუსეთის დირექტივებს, როგორც ბორინკა ივანიშვილი" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და კათალიკოს-პატრიარქ, ილია მეორესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ორი დღის წინ ღარიბაშვილი მიიღო ილია მეორემ და ესაუბრა, ფოტოც დადო ღარიბაშვილმა. დღეს სააკაშვილის ოჯახს შეხვედრაზე უარი უთხრა ჯანმრთელობის მომიზეზებით. ეს ილია მეორის ნაცადი ხერხია, ასე უპასუხა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 1991 წლის დეკემბერში ძმათა მკვლელი ომის დროს უარი, დახმარება და მისვლა რომ სთხოვა უზენაესი საბჭოს შენობაში.

ნუ ელოდება მიშა და მისი ოჯახი, რომ ილია მეორე თითს გაანძრევს მის დასახმარებლად. ილია მეორე ისევე ასრულებს რუსეთის დირექტივებს, როგორც ბორინკა ივანიშვილი. ასე რომ, დროა, ეს აღიარონ სააკაშვილებმაც და მთელმა ოპოზიციამ და ნუღა ელაქუცებიან წითელ საპატრიარქოს.
მიხეილ სააკაშვილმა ისტორიისა და ერის წინაში უნდა აღიაროს თავისი დიდი დანაშაული და საბედისწერო შეცდომა წითელი საპატრიარქოს პოზიციების ფინანსურ-მატერიალური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური გაძლიერებისათვის, საბჭოთა პრორუსული საპატრიარქოს დემონტაჟის და ეკლესიის განახლების ნაცვლად, ის ამ ბნელი, ანტიქრისტიანული, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი მონსტრის კულტივირებისა და განდიდებას ეწეოდა", - წერს ჭიღლაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა