თეგებით ძიება

სად გაიპარა განათლების მინისტრი? ბიზნესში წავედიო? ბიზნესში კი არა, პროკურატურაში უნდა იაროს - ანა დოლიძე (ვიდეო)

სად გაიპარა განათლების მინისტრი? რა ბიზნესში წავიდა, ათასობით ბავშვი მეორე და მესამე ცვლაში სწავლობს სხვადასხვა სკოლაში -  კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ჩოხატაურის 1-ელ საჯარო სკოლაში, ავარიულობის გამო, მოსწავლეები დღემდე ვერ დადიან და სხვადასხვა სკოლებში არიან გადანაწილებული, მეორე და მესამე ცვლებად.
ბიზნესში წავიდა? რა ბიზნესში წავიდა ? წლებია ათასობით ბავშვი ასე დაძრწის მეორე და მესამე სმენაში სხვადასხვა სკოლებში. სად არის სარემონტო სამუშაოები? საუდის არაბეთში წელიწადში გაშენდა ქალაქი, არათუ სკოლის გარემონტება და სკოლის დანგრევა! ქალაქები შენდება ერთ წელიწადში. აი, ასეთი ამბავია და სადღაც გაიპარა მინისტრი. ვერავინ ვერსად ვერ გაიპარება, ვერც კობახიძე გაიპარება ! იმიტომ, რომ ეს ტენდერები, ეს კორუფცია, ეს მშენებლობა, ეს ჩავარდნილი საკითხები, რაც არის სკოლის რემონტები საქართველოში, ეს პატარა საქმე არ არის . აქ, სავარაუდოდ, გაკეთდა დიდი ფული, შესაბამისად, ამიტომაც არის ეს ყველაფერი ასე მიგდებული, შუა გზაზე მიტოვებული - ამბობს ანა დოლიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა