თეგებით ძიება

"თუ უფასო ფულის, ან შრომის და სწავლის გარეშე ფულის შოვნის გჯერათ, მკურნალობა განათლებაა" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი იაფი და უფასო ფულის შოვნაზე, საკუთარ შეხედულებას სოციალურ ქსელში აზიარებს:

"უფასო ფული" არ არსებობს.
არც უსაქმურობაში იხდიან ხოლმე ფულს.
ძილში, სიარულში, ჭერზე ბუზების თვლაში და ასეთ რამეებში ფულის შოვნას თუ გთავაზობენ, უნდა მიხვდეთ, რომ სინამდვილეში ფულს თქვენი ჯიბიდან ამოიღებენ, ვირტუალურ ან საოცნებო სატყუარად აქცევენ, როცა ბევრის ჯიბეს ბოლომდე ამოფხეკეთ თვალსაწიერიდან უკვალოდ გაქრებიან.
ასე აორთქლდება თქვენი ფულიც და ოცნებაც.
თუ უფასო ფულის, ან შრომის და სწავლის გარეშე ფულის შოვნის გჯერათ, მკურნალობა განათლებაა. განათლება ადამიანის ტვინს სისულელეების მიმართ შეუვალს ხდის", - წერს ნანა გეგეჭკორი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა