თეგებით ძიება

"სამარცხვინოები არიან, ვინც ამ სქემაში არიან ჩაბმულები!" - თაღლითური სქემა თბილისის აეროპორტში

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო ფანჯაკიძე თბილისის საერთაშორისო არსებულ სავარაუდო თაღლითურ სქემაზე წერს:

"უნდა დავწერო თაღლითურ სქემაზე თბილისის აეროპორტში.
იმის შესახებ თუ რა წესები და შეზღუდვები აქვთ იმ ქვეყნებს სადაც მივემგზავრებით მარტივად შეგვიძლია გავეცნოთ სპეციალურ ვებ გვერდებზე,სანამ შევიძენთ ბილეთებს და დავგეგმავთ მოგზაურობას,მითუმეტეს ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში იმ წესებს, რაც კოვიდთან,ომიკრონთან არის დაკავშირებული.

მე გამგზავრების წინ გავეცანი ყველაფერს და აცრის ფურცლის გარდა PCR test გავიკეთე ,რადგან თბილისის "კეთილსინდისიერ და მზრუნველ" აეროპორტის თანამშრომლებისთვის ზედმეტად შარის მოდების მიზეზი არ მიმეცა(თუმცა საქართველოს მიმართულებით არ იყო საჭირო PCR test გაკეთება,არც მოუთხოვიათ,შეზღუდვები მოიხსნა).

აეროპორტში მისულს დამხვდა ოფიცერი,რომელმაც ჯერ აცრის ფურცელი იკითხა,მერე PCR test თუ გაქვსო(თავად პირბადეც არ ეკეთა ),მერე სად მიემგზავრები და საბოლოოდ რაღაც გაურკვეველი ფორმა მოითხოვა და მიმაგზავნა ერთერთ ფანჯარასთან სადაც თურმე გამიმარტავდნენ რაზე იყო საუბარი.
მე ცოტა დავიბენი,მივედი მითითებულ ფანჯარასთან და გოგონამ ამობეჭდილი საიტების ფურცელი მომცა და ვებსაიტზე შედითო და შეავსეთო,თუ გინდათო 50 ლარში მე შევავსებო უპრობლემოდ.

მე: არაფერია შესავსები მე გავეცანი ვებ გვერდზე და ეს რაღაც ახალია ვერ მივხვდი...გავბრაზდი!
შევიყვანე ძიების სისტემაში მითითებული მისამართი,შენც კი არ მომიკვდე, გაუქმებულიაო.ვეწვალე ვერაფრით გავხსენი.
მეთქი რაზეა საუბარი რა არის შესავსები,ვკითხე თავიდან იმ გოგონას.
-ახალ კოვიდთან დაკავშირებული რაღაც ანკეტაა.
აცრა მაქვს,PCR- იც რას იგონებთ?
რას იტყუებით!!!
გოგონამ : თუ არ გინდათო შევსება თქვენი პრობლემებია და თავი გაიძვრინა.
იქამდე კი, სადაც ბილეთი უნდა ამეღო და გამევლო რეგისტრაცია ,ის "მზრუნველი" ოფიცერი არ გიშვებს.
მოკლედ....ცოტა გავჩერდი,ნერვები მეშლება (სხვა მგზავრები იხდიან ფულს რაღაც ვითომ შევსებაში,სხვა გზა არ აქვთ),მოვკიდე ხელი ბარგს და მივადექი ოფიცერს,გამატარა(ეგონა მეც შევავსებინე და გავამდიდრე 50 ლარით აეროპორტის ბიუდჯეტი!!!) .
რეგისტრაციაზე ახალგაზრდა ბიჭმა,ხომ შემიმოწმა პასპორტი,PCR და აცრის ფურცელი,მერე მკითხა შეავსეთო ის ფორმა და მეც კი(ტყუილმა გაჭრა)!!!
ხოდა ...არსად არავის უკითხავს აცრის ფურცელზე,PCR-ზე და იმ გაურკვეველ,იდუმალ 50 ლარიან ფორმაზე !!!
დღეს ვზივარ და ვეძებ ყველა ჩამოთვლილ ვებ გვერდებზე იმ შესავსებ ფორმებს უშედეგოდ,რის შევსებაშიც 50 ლარს ახევენ მგზავრებს,რომლებსაც დრო არ აქვთ არკვიონ რაში იხდიან ფულს.
სამარცხვინოები და თაღლითები არიან ვინც ამ სქემაში არიან ჩაბმულები!
შემდეგს რას მოიგონებენ,კოვიდის თემა უკვე დასრულებულია თითქმის ყველა ქვეყანაში.
პ.ს. ასეთ სიტუაციაში ვის უნდა მიმართო,როცა ყველა მონაწილეა თაღლითურ სქემაში?", - წერს ნინო ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა