თეგებით ძიება

"წილოსანი აბსოლუტურად გულწრფელია... წილოსანი "ქართული ოცნებაა", ამიტომ ურჩევნია რუსეთი უკრაინას" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი რუსეთ-უკრაინასათან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ქალბატონი წილოსანი აბსოლუტურად გულწრფელია და მაქსიმალურად ზუსტად ასახავს ხელისუფლების მხრიდან სამყაროს აღქმას - მათთვის მთავარია არა ქართული სახელმწიფოსადმი, არამედ პარტია ქართული ოცნებისადმი დამოკიდებულება.
რუსეთს არ უყვარს საქართველო, მაგრამ უყვარს ქართული ოცნება.
უკრაინას არ უყვარს ქართული ოცნება, მაგრამ უყვარს საქართველო.
წილოსანი ქართული ოცნებაა, ამიტომ ურჩევნია რუსეთი უკრაინას.
ყველაფერი ლოგიკურია…", - წერს ხუხაშვილი.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებების საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე ტელეკომპანია "ფორმულასთან" ისაუბრა და განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვისგან ოკუპაციის გარდა საქართველოს მიმართ სხვა შეურაცხყოფა არ ახსენდება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა