თეგებით ძიება
03. 10. 2024 მსოფლიო

აშშ-ში, ქარიშხალ "ჰელენის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

აშშ-ში, ქარიშხალ "ჰელენის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. დაღუპულთა ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ კაროლინაში დაფიქსირდა, სადაც 2005 წლის "კატრინას" შემდეგ ყველაზე დამანგრეველი და მასშტაბური ქარიშხალია.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ჯორჯიაში, ფლორიდაში, ტენესისა და ვირჯინიაშიც.

ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ქარიშხლიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგაც, თითქმის მილიონი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა