თეგებით ძიება

"აქამდე მეგონა, უბრალოდ #1 ბრიყვად ყავდათ დანიშნული, სასაცილო თოჯინად" - თინა ხიდაშელი ნინო წილოსანზე

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი რუსეთთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წიოსანის განცხადებას ეხმაურება და აკრიტიკებს მას.

"არ მიყვარს ხოლმე საყოველთაო გმობაში ჩართვა მაგრამ ამას ვერ გავატარებ -“თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, თუ არ ჩავთვლით სატვირთო თვითმფრინავებით გამოყრილ ქართველებს, თუ არ ჩავთვლით გაბულდოზერებულ ქართულ სოფლებს, თუ არ ჩავთვლით საკუთარ სამშობლოში ნაწამებ არჩილ ტატუნაშვილს და გიგა ოთხოზორიას, ათასობით მისნაირად ტვინმოწამლულ ქართველს რომელსაც შეუძლია თქვას “თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, აღარაფერს ვამბობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკურ წმენდაზე, მისნაირი რეგვენების წყალობით, მორიგი ოკუპაციის და ომის შანტაჟის ქვეშ ქვეყნის განვითარების პარალიზებაზე ….

თუმცა ალბათ არც ოჯახში ეცალათ, პატარა რომ იყო აეხსნათ, სავარაუდოდ, მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებით იყვნენ დაკავებული, რაც პროკურატურაში არსებული საქმეებით ჩანს და ასე გაიზარდა.

აქამდე მეგონა, უბრალოდ #1 ბრიყვად ყავდათ დანიშნული, სასაცილო თოჯინად", - წერს ხიდაშლი.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებების საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე ტელეკომპანია "ფორმულასთან" ისაუბრა და განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვისგან ოკუპაციის გარდა საქართველოს მიმართ სხვა შეურაცხყოფა არ ახსენდება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა