თეგებით ძიება

"ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ, მოგონილია!" - ნინო წილოსანი ბრალდებებს პასუხობს

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, მისი განცხადება, თითქოს რუსეთისგან ოკუპაციის გარდა შეურაცხყოფა არ მიუღია საქართველოს, მოგონილია. ამის შესახებ წილოსანი საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაზიარებული პოსტის კომენტარებში წერს.

"ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინისგან" - ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ თქვენი მოგონილია!!! იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი მაგ თქვენს უწყვეტ კადრში!

მოჭერით და დადეთ თუ სადმე მასეთი საოცრება ვთქვი!
პირიქით!!! კითხვაზე პასუხად დაგიზუსტეთ, ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი და ოკუპანტი რომ პუტინია, ეგეც უნდა დამეზუსტებინა ეს ამორალურობა რომ არ გეკადრებინათ?", - წერს ნინო წილოსანი.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებების საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე ტელეკომპანია "ფორმულასთან" ისაუბრა და განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვისგან ოკუპაციის გარდა საქართველოს მიმართ სხვა შეურაცხყოფა არ ახსენდება.

\"ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ, მოგონილია!\" - ნინო წილოსანი ბრალდებებს პასუხობს



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა