თეგებით ძიება

"ძალიან დიდი აზრი აქვს ცხოვრებას და კიდევ უფრო დასაფასებელია სიცოცხლე…ზოგი ადამიანი იმისთვის არსებობს, დაგანახოს, როგორი არ უნდა იყო. ზოგი კი პირიქით..." - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია)სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"უსამართლობა სულაც არ არის გასაკვირი. არც ფარისევლობა და სიყალბე…
გასაკვირი ის არის, რომ ამ გაბოროტებულ სამყაროში შეიძლება ეს გიკვირდეს.
ამის მიუხედავად, ძალიან დიდი აზრი აქვს ცხოვრებას და კიდევ უფრო დასაფასებელია სიცოცხლე…
ზოგი ადამიანი იმისთვის არსებობს, დაგანახოს, როგორი არ უნდა იყო. ზოგი კი პირიქით, მისი ცხოვრების წესით გასწავლის, როგორ უნდა ისწავლო ადამიანობა.
არჩევანი შენ უნდა გააკეთო, ბოროტებას შეეწირები თუ, მეტ სიკეთეს გააკეთებ და კიდევ უფრო მეტად მოინდომებ, ბევრი ადამიანის ნუგეში და თავშესაფარი იყო…
არასდროს დახარჯო დრო რამის მტკიცებისთვის…
მთელი შენი ყურადღება საკუთარ რეალიზებას და განვითარებას მოახმარე.
ბოროტს, შურიანს ვერასდროს დაუმტკიცებ, რომ მართალი ხარ…
მათ ისედაც იციან შენი სიმართლის შესახებ და სწორედ ამის გამო გებრძვიან…
იბრძოლონ… გაიღიმე და საკუთარ თავს მიეცი პირობა, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეუდგები სიმართლის მხარეს…", - წერს პეტრე კოლხი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა