თეგებით ძიება

"სანამ "ვზეიმობთ", ჩვენ ამ იმპერიაში ყოფნას ვამართლებთ და მივესალმებით" - ნიკოლოზ ვაშაკიძე 9 მაისზე

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე სოციალურ ქსელში წერს:

"მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ქართველები უნდა ავღნიშნავდეთ და არა ვზეიმობდეთ. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს უქმი, დასვენების, ანუ სადღესასწაულო დღე. ეს უნდა იყოს იმ 300 ათასი დაღუპული ქართველის ხსოვნის დღე, რომლებიც დამონებული ქვეყნიდან დაუნდობელ სასაკლაოზე გარეკა ბოროტმა იმპერიამ იმ ომში, რომლის გაჩაღებაშიც საქართველოს არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნდა. სანამ "ვზეიმობთ", ჩვენ ამ იმპერიაში ყოფნას ვამართლებთ და მივესალმებით. სანამ "ვზეიმობთ", ვზივართ იმ ყალბ რუსულ-საბჭოურ ნარატივში, რომელსაც ამდენი ბოროტება, ტანჯვა და უბედურება მოაქვს დღემდე, რომლის მოშველიებით დანაშაულებრივი პუტინის რეჟიმი უწყობს დღეს ნამდვილ გენოციდს უკრაინელ ხალხს. დიახ, ეს ომი იყო ჩვენი უბედურება, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი ომი. აღსანიშნავი უდაოდ არის, საზეიმო ნამდვილად არა", - წერს ვაშაკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა