თეგებით ძიება

"დაუდგენელი პირები თაღლითურად სძალავენ ფულს ემიგრანტებს" - ნუგზარ (სულა) სულაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!!!
AFG-ს ადმინისტრაციაში შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ჯერჯერობით ჩვენთვის დაუდგენელი პირები თაღლითურად სძალავენ ფულს ემიგრანტებს და ჰპირდებიან მათ სხვდასხვა სახის დახმარებას, შუამავლობის გაწევას იურიდიული სამსახურის ადვოკატებთან, ან მის ხელმძღვანელობასთან.
მოგმართავთ თხოვნით გამოიჩინოთ სათანადო სიფრთხილე და ყურადღება.
ჩვენი ორგანიზაციის იურისტები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, საემიგრაციო სამართლის წარმოებაში, როგორც კონსულტაციებით ასევე საადვოკატო მომსახურებით. (გარდა ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების)
გთხოვთ მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით სასწრაფოდ გვაცნობოთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია
T: 0601447038
T: 0553633859
T: 2 12 08 02 /საქართველოდან. ზარი უფასოა/
[email protected]
https://www.facebook.com/groups/169742916981762", - წერს სულაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა