თეგებით ძიება

"ძალიან მეტკინა, სიკეთის და ადამიანობის მეტი მისგან არაფერი მახსოვს” - რიმა ბერაძეს მეუღლე გარდაეცვალა

პარლამენტის წევრი, რიმა ბერაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, მას გარდაეცვალა მეუღლე, მერაბ სიორიძე.

"ქალბატონ რიმა ბერაძის მეუღლის პანაშვიდი გაიმართება ორშაბათს, ჩუბინაშვილის ქ. #7-ში, 17:00 სთ-დან. გასვენება – სამშაბათს, სიონის საკათედრო ტაძრიდან, 15:00 საათზე”, - წერს დეპუტატი.

"მან დააარსა ტელეკომპანია ,,გურია”,რომლის მსგავსიც იმ პერიოდში არათუ საქართველოში, არამედ ბევრ დიდ ქალაქშიც არ არსებობდა.. მეც იქ ვმუშაობდი, ჩემი პირველი დირექტორი იყო, სიკეთის და ადამიანობის მეტი მისგან არაფერი მახსოვს და ყოველთვის ასეთი მემახსოვრება. ძალიან მეწყინა, ძალიან მეტკინა, ნათელი დაუმკვიდროს უფალმა დიდი გულის ადამიანს“, _წერს სოცილაურ ქსელში ლია მეგრელაძე.

რიმა ბერიძეს და მერაბ სიორიძეს ერთი ქალიშვილი, ქეთევანი ჰყავთ.

"ოჯახში ჰარმონიული სიტუაცია გვაქვს, ოჯახი სიყვარულით შევქმნით, ქართულ ტრადიციასა და ჩემს ოჯახურ ტრადიციებს დიდ პატივს ვცემ. ჩემი მეუღლეც ოზურგეთელია… რთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ საოჯახო საქმეებს ვაკეთებ, დამხმარე არ მყავს. თავის ქებაში ნუ ჩამითვლით, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მოწესრიგებული დიასახლისი ვარ, ჩემს სახლს არეულს ვერ ნახავთ. ამბობენ, რომ კარგი კულინარიც ვარ. ნამცხვრების გამოცხობა არ გამომდის, მაგრამ შესანიშნავ ხაჭაპურს ვაცხობ, საცივს ვაკეთებ, ყველანაირი სადილის მომზადება ვიცი. გურულებისთვის საცივი ყველაზე მთავარია და ქალმა მისი კეთება თუ იცი, ე.ი. მაგარი ხარ", – ყვება რიმა ბერაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა