თეგებით ძიება

"ახალი ვარსკვლავი დაიბადა" - ვინ არის 19 წლის ჩოგბურთელი, რომელმაც ჩოგბურთის ლეგენდები დაამარცხა?

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი 19 წლის ესპანელ ჩოგბურთელ კარლოს ალკარასზე წერს, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებს მოუგო.

"მსოფლიო ჩოგბურთში ახალი ვარსკვლავი დაიბადა და ეს ესპანელი კარლოს ალკარას გარფიაა.
მადრიდის 1000-ქულიან შეჯობრებაზე მან მეოთხედფინალში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი რაფა ნადალი დაამარცხა, ნახევარფინალში კიდევ ერთ დიდ ჩოგბურთელს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო და აგერ, ახლა ფინალში კიდევ ერთ უძლიერეა ჩოგბურთელთან ალექსანდრ ზვერევთან იმარჯვა.
ესპანეთშივე მან ნიკოლოზ ბასილაშვილსაც მოუგო და კამერონ ნორისაც.

ალკარასმა საოცარი შედეგი აჩვენა და არ გამიკვირდება, ძალიან მალე მსოფლიოს პირველი ჩოგანი თუ გახდება. ის 5 მაისს გახდა 19 წლის. ჩოგბურთის საერთაშორისო რეიტინგში კი გუშინ მე-9 ადგილზე იყო, დღეს კი მეექვსეზეა. ამ სეზონში კი მან მაიამის შეჯიბრებაც მოიგო.

წელს უკვე 28 შეხვედრაში გაიმარჯვა. საუცხოო შედეგს აჩვენებს კარლოს ალკარას გარფია ნიჭისა და შრომის შედეგად", - წერს გოგა ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა