თეგებით ძიება

"საქართველოს სწორედ რომ “საერთაშორისო კორპორაცია” ებრძვის, რომელიც დღეს ასე გაშმაგებული ცდილობს ქვეყნის “მეორე ფრონტად” აფეთქებას" - დავით ქართველიშვილი

ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ეს ტერმინოლოგია: "საერთაშორისო კორპორაცია" ან "პროექტი" (©დათო მაღრაძე) - იმაზე უფრო ფართოა და ყოვლისმომცველი, ვიდრე "ომის პარტია" ან "მეხუთე კოლონა". ხოლო ის რეალური ომი, რომელშიც ჩაფლულია დღეს საქართველო - სცდება როგორც ნაცსექტასთან გამკვლავების შიდა ფარგლებს, ასევე უკრაინის მიერ წარმოებულ პოლიტიკური ბრძოლის მასშტაბებს. დღეს საქართველოს სწორედ რომ "საერთაშორისო კორპორაცია" ებრძვის იმ ზემოთ ხსენებული ინსტრუმენტების მეშვეობით. ანუ, ის "პროექტი" - რომელმაც პრაგმატიზმზე აგებული დიდი პოლიტიკა, ფსევდოფასეულობებზე დამყარებული იდეოლოგიით ჩაანაცვლა. რომელმაც უკვე მოახერხა ამერიკის ორად გაყოფა. რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია ევროპაში მრავალფეროვან, თვითმყოფად ერებში თვითიდენტობის ამოძირკვის საქმეში. რომელმაც "ფერადი რევოლუციების" მეშვეობით - პოსტსაბჭოურ სივრცეში მოსახლეობის ერთ მართვად ბიომასად გადაქცევის პროცესები წამოიწყო. რომელიც დღეს ასე გაშმაგებული ცდილობს საქართველოს "მეორე ფრონტად" აფეთქებას - ვინაიდან რუსეთთან ფართომასშტაბიან ომშია შესული. არა უკრაინა, რომელიც უბრალო მსხვერპლია, არამედ - "საერთაშორისო კორპორაცია" ანუ "პროექტი", რომელსაც რუსეთის დამარცხების საქმეში ამჟამად მომდევნო მსხვერპლი სჭირდება, საქართველოს სახით", - წერს ქართველიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა