თეგებით ძიება

"უკვე აშკარა ზეწოლას იწყებენ გარეშე ძალები, რომ ომში ჩაგვითრიონ... ივანიშვილს სჭირდება ჩვენი თანადგომა"

სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ჩემო საყვარელო მეგობრებო, საქართველოს ძალიან გვიჭირს, უკვე აშკარა ზეწოლას იწყებენ გარეშე ძალები, რომ ომში ჩაგვითრიონ...
მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა...
ადამიანურ ფაქტორს რომ შევეშვათ, საქართველოს აღმშენებლობის უამრავი პროექტი შეგვიჩერდება, წყალტუბო, აბასთუმანი, სვანური კოშკების აღდგენას ასობით მილიონი სჭირდება, ქუთაისის უნიკალური უნივერსიტეტი, რაც ქუთაისსაც შეუფერხებს შემოსავლების გაზრდას, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების თანადაფინანსებაც , რადგან შეჩერდება “დანერგე მომავალი” , “აწარმოე საქართველოში” , “მცირე და საშუალო სასტუმროების თანადაფინანსება” და ბევრი სხვა რამე შეუჩერდება თქვენს შვილებს და შვილიშვილებს...
მოკლედ , საქართველო მძლავრად შეფერხდება , ხოლო კიდევ უარესი, ომში ჩართვას გვაძალებენ აშკარად, თუ ბიძინა ივანიშვილი სანქციებში მოაყოლეს...
რუსთაველზე ან ამერიკის საელჩოსთან რომ დავაანონსო ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი აქცია, ვინ წამოხვალთ, ვთქვათ შაბათს?
გთხოვთ, ეს შეკითხვა გაავრცელოთ, რომ მივხვდე, როგორი მზაობა გვაქვს , რომ “ პოლიტიკური ლიდერების” გარეშე შევიკრიბოთ ხალხი?
ჭკვიანი მეგობრები მყავხართ და ველოდები თქვენს რჩევებსაც, ეს პოსტი ნაჩქარევად დავწერე...
ვინც ვერ მიხვდით რამ ამაღელვა, გინდაც ჩემ გვერდზე წაიკითხეთ ხათუნა ხოფერიას პოსტი და გნებავთ ხათუნასთან წაიკითხეთ, უზისტესად გაშიფრა ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები, რასაც ყველა ვხვდებოდით, მაგტამ დაჯერება გვიკვირდა, რომ ასე დაგვაძალებენ ჩვენი შთამომავლობის ომისთვის გაწირვას!
ასევე, ეს სიმწრით წამოჩიტული ბიზნესი და ეკონომიკა , მთელი ქვეყნიანად ისევ ბომბებს უნდა შევუშვიროთ თურმე?!..
აღშფოთებული ვარ, ძალიან დიდი ხანია ასეთი გამწარებული არ ვყოფილვარ !!!
პაცლიკმოროზოვების ხროვა ა ნაცხლისტობა, ვინც პეტიციას მოაწერა ხელი, სადაც ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებს, ეს უნამუსოები, ეს თახსირები , ჩვენს მომავალ თაობას ართმევენ ყველაფერს, თუნდაც მარტო თბილისი დარჩეს ან გინდაც არ გადარჩეს, ოღონდ ძალაუფლება ხელში აიღონ და “დირეხტორები” ერქვათ , რეებს გვიბედავენ საერთოდ?!", - წერს გიორგობიანი.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა