თეგებით ძიება

"ბოდიში ვისაც გაწყენინეთ ამ სტატუსით, მაგრამ..." - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი?

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი დაოჯახებასთან დაკავშირებით დასმულ პირადულ კითხვებზე, სოციალურ ქსელში პოსტს მეგობრებს მიმართავს:

"ხალხო! უმორჩილესად გთხოვთ, ცოლი მოიყვანე, რას ელოდები, დრო გადის და ასეთი სისულელეების წერას შეეშვით! ზოგადად პირადი სახის შეკითხვებს და მოწოდებებს ნუ გააკეთებთ.

არ ვხუმრობ და არც ვღლიცინებ. ვინც იღლიცინებთ ამ სტატუსის ქვეშ უცხო იქნებით თუ შიანური თქვენი ბოლო კომენტარი იქნება ამ გვერდზე.
ყველა სტატუსის, ყველა ფოტოს, ყველა ვიდეოს ქვეშ ასეთი კომენტარები წერა უზრდელობად მიმაჩნია.
თქვენ ჩემზე უკეთ იცით ჩემი დრო? ჩემი ცხოვრება და ჩემი ფიქრები?

მესმის ბევრი კეთილო გულით წერთ მაგრამ მაინც უტაქტობაა. თქვენ ჩემს ოჯახზე მეტად ვერ გეყვარებით და ისინი არ იჭრებიან ასე ჩემს ცხოვრებაში.
დავიღალე ამ კომენტარებით.

ბოდიში ვისაც გაწყენინეთ ამ სტატუსით მაგრამ თქვენ ვერ ხვდებით აშკარად თუ არ მიგითითეთ...", - წერს სუხიტაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა