თეგებით ძიება

"2 წლის ბავშვის ამბავმა გადამრია" - სმენადაქვეითებულ მარიუპოლელ წყვილს, რომლებიც ომს საქართველოში 2 შვილით გამოექცნენ, ბავშვის ავადმყოფობის გამო, კლინიკაში 689 ლარის გადახდას თხოვენ

ექიმი, ანი ქავთარაძე უკრაინელი ლტოლვილების შესახებ წერს, რომლებსაც ერთ-ერთ ქართულ კლინიკაში მათთვის სოლიდური თანხის გადახდას თხოვენ.

"არა, დღეს რა მძიმე დღე იყო- ჯერ იმ, 2 წლის ბავშვის ამბავმა გადამრია.
წარმოიდგინეთ, დედ-მამა სმენადაქვეითებული, 28 აპრილს ჩამოაღწიეს მარიუპოლიდან(თან ხომ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიან?!). 2 ბავშვთან ერთად, უმცროსი 2 წლის არის. ყრუ-მუნჯთა კავშირმა და მისმა არაჩვეულებრივმა ხელმძღვანელობამ უპატრონა, დააბინავა, აჭმევს, აცმევს....
ბავშვი ხდება ავად, ბანალური, რესპ. ინფექციუთ, ჩვენს ბედკრულში, შემდეგ ხვდება კლინიკაში და იქ, მკურნალობაში "უჩოთქავენ" 689 ლარს!!! გადახდასაც თხოვენ!
ჯერ ამ კლინიკის ხელმძღვანელობას დავასხი თავს ლაფი! მინიმალურ ფასებში რომ ვერ დაუთვალა მომსახურება,ყველა კვლევას და კონსულტაციას გვერდით \'უცხო ქვეყნის რეზდენტი\' მიაწერა და თუ კლინიკამ არა, პერსონალმა მაინც ვერ შეუგროვა 689 ლარი...2 წლის, მარიუპოლელ ბიჭუნას!
რადგან ის, 28 აპრილს ჩამოვიდა საქართველოში და ნუ იტყვით, თურმე ჩვენს სამინისტროს 22 აპრილს დაუსრულებია მათთვის დახმარების აღმოჩენა!
საღამოს კი ფოსტის ამბავმა დამადო საკონტროლო !
არა, რა გვჭირს?! რამ დაგვაჩაჩანაკა ასე?!
რა ხდება , ადამიანებო????!!!
თავები წარმოიდგინეთ!
ჯერ ჯოჯოხეთში გამყოფებენ, თავზე ჭურვები გაცვივათ, მეზობლებს, ახლობლებს გიუპატიურებენ, ხელ-ფეხ შეკრულს გიწამებენ. .. 2 პატარა ბავშვით გარბიხარ და იქ ყელ-ყურის ექიმის კონსულტაციაში, სისხლის ანალიზებში, ნუროფენში და ინფუზიაში 689 ლარს გთხოვენ!
საიდან უნდა გადაიხადოთ?!
საიდან?!
ან საკუთარი ნათესავი ვერ გიგზავნით ვერანაირ დახმარებას, რადგან 1 კგ. გზავნილის ღირებულება 115 ლარია, მას კი, პენსია აქვს სულ რაღაც 260 ლარი.
ნამუსი იქონიეთ ყველამ!!! ცოტა ცხვირს იქით გაიხედეთ და ნუ გადაისვრით თავზე!
თორემ ხვალ, თქვენთვის ხელის გამომწოდებელი არავინ იქნება დედამიწაზე!!
პ.ს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ! ეს ის უკრაინელები არიან, აფხაზეთში, თქვენს მიწაზე, თქვენს ახლობლებს რომ შველოდნენ , ყველა, შესაძლო გზით! საკუთარი სიცოცხლის ფასად! თავზე ხელს ნუ აიღებთ და ბოგანო ორკებს ნუ დაემსაგვსებით!", - წერს ქავთარაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა